contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ინფორმაცია ქალაქებზე: Naniko – მსოფლიოს ქალაქები

ნიქოზია – კვიპროსის მრავალსაუკუნოვანი და მომხიბვლელი დედაქალაქი

ნიქოზია ანუ როგორც ბერძნულად ეძახიან ლეფკოს, წარმოადგენს გამოზომილი რიტმით მცხოვრებ ქალაქს, სადაც მკვეთრად გამოიხატება როგორც აზიური ისე ევროპული ხასიათები. სინამდვილეში კი დღევანდელ დღეს  ნიქოზია წარმოადგენს ერთადერთ ქალაქს  რომელიც მწვანე ზოლით გაყოფილია ბერძნულ და თურქულ მხარეებად.

დაწვრილებით

ლარნაკა – ბუნებრივი სილამაზის, კრისტალურად სუფთა ზღვის და მომხიბვლელი ისტორიის მქონე ქალაქი

კუნძულ კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე განლაგებული ლარნაკა გვევლინება, როგორც ტურისტული მიმართულებით ძალზე მოთხოვნადი და აქტუალური პატარა ქალაქი,  ის დასასვენებლად ჩამოსულ ტურისტებს სთავაზობს შესანიშნავ პლაჟებს,  ზღვისა და სპორტის საწყლოსნო სახეობათა მოყვარულებს აქვთ გართობისა და დასვენების შესანიშნავი პირობები. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 145 000 მცხოვრებია.

დაწვრილებით

ზაგრები – როგორც კლასიკური მუსიკის შესანიშნავი კომპოზიცია ხორვატიის დედაქალაქის როლში

ზაგრების სილამაზე შეიძლება აღიწეროს ძალიან რომანტიულად, ის შეიძლება შევადაროთ შუბერტის კომპოზიცებს ან შტრაუსის ვალსებს და სიამოვნებას რომელსაც მიიღებთ ამ ულამაზეს ქალაქში ვიზიტით იქნება უსაზღვრო.

დაწვრილებით

პატარა პარიზად წოდებული ბულგარეთის დედაქალაქი – სოფია

ბულგარეთის უდიდესი ქალაქი და ასევე დედაქალაქი სოფია წარმოადგენს თანამედროვე და საკმაოდ დინამიურ ქალაქს, რომელიც მილიონზე მეტ მოსახლეს მოითვლის. უწინ აქ იყო თრაკიის სოფელი, რომელიც დაარსებულიიყო „სერდი“ ტომების მიერ, საიდანაც წარმოსდგებოდა მისი სახელწოდებაც „სერდიკა“.

დაწვრილებით

სარაევო – ერის საამაყო დასაყრდენი და მომხიბვლელი ევროპული დედაქალაქი!

ტყუილად არ აღინიშნება, რომ სარაევო მისი პრეისტორიული ხანით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობით გახლავთ –  ერთერთი საინტერესო ისტორიული ადგილი ევროპაში. გამოიარა რა ოსმალეთის იმპერიის, ავსტრია-უნგრეთის მონარქიის და  კომუნისტური წყობილებათა ეტაპები, სარაევო დღევანდელ დღეს მნახველებს წარუდგება ამ ეტაპებისათვის დამახასიათებელი მრავალ საუკუნოვანი არქიტექტურით  და სიმბოლიკით.

დაწვრილებით

ბრიუსელი – მომხიბვლელი ქალაქი მრავალ რიცხოვანი მუზეუმებით.

ეს შესანიშნავი და საინტერესო ქალაქი ანდამატივით იზიდავს ურიცხვ მნახველებს, იდელურად შეეფერება სხვადასვა ტიპის დასვენების მსურველთ: ოჯახებთან, მეგობრებთან ერთად ან უბრალოდ საგამანათლებლო ტურების მსურველთ.

ეს მულტიკულტურული, რაღაცით რთული და ცოცხალი ატმოსფერო მნახველებს აძლევს საშუალებას იგრძნონ რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული.

დაწვრილებით

ბელორუსიის ლეგენდარული ქალაქი – მოგილევი.

მოგილევის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე განსხვავებული ლეგენდა და გადმოცემა, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული უკავშირდება თავად ლევ მოგიას, რომელმაც 1267 წ მდ დუბრავინკასა და დნეპრის შესართავთან ააშენა ციხე-სიმაგრე. კიდევ ერთი ლეგენდა მოგვითხრობს აქვე დასაფლავებულ ერთ ძლიერ კაცზე – რომელსაც ერქვა მაშეკი,  მის საფლავზე იყო დიდი ყორღანი, რომელსაც ეწოდა ლომის საფლავი (Могилы льва).

დაწვრილებით

გომელი – ხელშეუხებელ ბუნებაში ჩაძირული, ბელორუსიის მარგალიტი.

გომელის ოლქი, განლაგებული ბელორუსიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, იყოფს საზღვარს რუსეთთან და უკრაინასთან. ამ რეგიონის ფართობი ითვლის 40400 კვ.კმ-ს, რაც შეადგენს მთელი ტერიტორიის ერთ მეხუთედს. ბოლო მონაცემებით ამ ოლქში ცხოვრობს 1438300 კაცი, აქედან დაახლოებით ნახევარი მილიონი ცხოვრობს მის ადმინისტრატიულ ცენტრ – გომელში.

დაწვრილებით

მოგზაურობა ბელორუსიის დაუვიწყარ დედაქალაქ მინსკში.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ბელორუსიის დედაქალაქი – მინსკი დღევანდელ დღეს, აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთ ყველაზე უფრო მიმზიდველ ქალაქს  მიეკუთვნება. აქ სხვადასხვა შტაბეჭდილებების ქვეშ მოექცევით, დაწყებული უჩვეულო ისტორიის მქონე, საბჭოთა სტილში გადაწყვეტილ მასიური არქიტექტურიდან, დამთავრებული გამწვანებული პარკებით და ექსცენტრული ადგილობრივი მოსახლოებით. ერთი სიტყვით მინსკი არის უბრალოდ დაუვიწყარი ქალაქი. ქალაქის ფართობი 308 კვ კმ-ია და მოსახლეობა 1900000 მოსახლეს შეადგენს.

დაწვრილებით

ბაქო – აზერბაიჯანის თანამედროვე დედაქალაქი

ბაქო ბოლო ათწლეულის განმავლობაში გადაიქცა ერთერთ თანამედროვე დედაქალაქად და მსოფლიოს  ულამაზეს ქალაქად. ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე და კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობა, მას უამრავი ქვეყნის ტურისტებისათვის მიმზიდველ ქალქად ხდის. მდებარეობს რა აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთით, ზუსტად ეს რეგიონი გახლავთ ნავთობით მდიდარი.

დაწვრილებით