: +995 (574) 28-88-55
Pick up: Find a location
OTHER LOCATIONS
უნგრეთი ნიშნავს თითქმის 1000 წლიან კულტურას, შეუდარებელ ბუნებას, ევროპის სამკურნალო წყლებს, ცნობილი კომპოზიტორების სამშობლოს, მშვენიერ ბუდაპეშტს, ბალატონოს ტბას და სხვას.
საპარლამენტო რესპუბლიკა უნგრეთი და ბუდაპეშტი ერთერთი ულამაზესი დედაქალაქია ევროპაში და მას „დუნაის მარგალიტს“ უწოდებენ, რომლის ცენტრალური პანორამა (ბუდაის ნაწილი) და ძველებური ხიდები შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
უნგრულ სტეპში პუსტაში ტარდება უამრავი ღონისძიება-ცხენებით ჯირითი, ნაციონალური და ფოლკლორული ადათ-წესების ინსტალაციები, რომლების შემორჩა დღემდე.
დღეისათვის უნგრეთში ათასზე მეტი ტერმალური წყაროა, რომლებსაც „ჯადოსნურ წყალს“ უწოდებენ, აგრეთვე ბალნეოლოგიური სანატორიუმები, სამკურნალო აბანოები და მღვიმეები. ეს სია ნამდვილად ულევია.
ჩინებული ღვინო, უგემრიელესი სამზარეულო და სტუმართმოყვარე ხალხი თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობის წინაპირობაა.
მაკედონიის სახელმწიფოს არ აქვს გასვლა ზღვის პირეთზე, მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მაკედონიის ყველაზე მაღალი წერტილია – მწვერვალი კორაბი, რომლის სიმაღლეა 2753 მ. მაკედონიაში ზომიერ-კონტინენტალური ჰავაა. წელიწადის დღეების უმეტესობა მზიანია.
მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე დაარსებულია ანტიკურ დროს. ქალაქი სეისმურ ზონაში მდებარეობს და 1963 წელს იყო დანგრეული ძლიერი მიწისძვრის შედეგად. აღდგენის შემდეგ თანამედროვე შენობები ერწყმის ძველებური უბნების ვიწრო ქუჩებს. ჩარშიას უბანში XI საუკუნის ციხე-სიმაგრის კალეს მახლობლად თქვენ გელით ევროპაში ყველაზე კოლორიტული აღმოსავლური ბაზარი. სკოპიეში უამრავი საინტერესო ადგილებია: თურქული აბანოები XV ს, მუსტაფა-ფაშას მეჩეთი, XVII-XVIII სს. წმინდა სპასის მართლმადიდებლური ეკლესია, ქარვასლები. ქალაქის ახალ ნაწილში განლაგებულია მუზეუმები: ისტორიის ნაციონალური მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და სხვა.
ცენტრალური ევროპის სამხრეთ ნაწილში მყუდროდ არის განლაგებული პატარა, მაგრამ ულამაზესი სლოვენია, რომელიც ესაზვრება ოთხ სახელმწიფოს; იტალიას, უნგრეთს, ხორვატიას და ავსტრიას. ქვეყანას ადრიატიკის სანაპიროს ნაწილი უჭირავს.
სლოვენიაში ყველაფერს იპოვით: ალპებსაც, ადრიატიკულ სანაპიროსაც და ტბებსაც, მინერალურ წყლებს და არაჩვეულებრივ ბუნებას— ეს ყველაფერი სლოვენიის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.
სლოვენიაში წარმოდგენილია სამი კლიმატური ზონა: ზომიერ-კონტინენტალური, ხმელთაშუაზღვის და ალპური. აქ არც ისეთი ცივი ზამთარი იცის (−2°C +5°C ) და თბილი ზაფხული (+23 +25 °C). მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს თერმული წყლების სანატორიუმები, სადაც შეიძლება დასვენება, მკურნალობა და პროცედურების გავლა.
სლოვენიის დედაქალაქი ლიუბლიანა მდინარე ლიუბლიანიცეს სანაპიროზეა განლაგებული.
ბულგარეთი ევროპის ერთერთი უძველესი ქვეყანაა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით და მდიდარი ისტორიით. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანების ნახევარ კუნძულზე. ბულგარეთის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას განაპირობებს დასავლეთ და ცენტრალური ევროპის გზაჯვარედინზე განლაგება. ქვეყანაში ბევრი კულტურული თუ ისტორიული კომპლექსი და ძეგლია. თვალწარმტაცი და მრავალფეროვანი ბუნება უნიკალური ნაკრძალებით და ზამთრის კურორტებით, შავი ზღვისპირეთი იზიდავენ ტურისტებს მთელ მსოფლიოდან.
ყველაზე პოპულარული ზაფხულის კურორტებია: ოქროს ქვიშა, ნესებრი, სოზოპოლი, სათხილამურო კი: პამპოროვო, ბანსკო და ბოროვეცი.
ბულგარეთის დედაქალაქი სოფიაა, ბალკანეთის ცენტრი. ალექსანდრე ნევსკის ტაძრის სამრეკლოს ზარების რეკვა 20-30 კმ მანძილზე ისმის. წმინდა სოფიოს ეკლესია, რომელიც ოსმანეთის იმპერიის დროს მეჩეთად იყო გადაკეთებული, ჩვენამდე მოღწეული წმინდა გიოგრის როტონდა X ს. ფრესკებით, ბანია-ბაშის მეჩეთი სოფიას ღირშესანიშნაობა უთვალავია. მეჩეთის წინ მინერალური წყლების შადრევნებია.
ივანე ვაზოვის სახელობის ნაციონალური თეატრი ძველ ტაძარს უფრო ჰგავს. ცენტრალური სინაგოგა ცრუ-მავრიტანულ სტილშია აგებული და ყველაზე დიდი გახლავთ მთელ ბალკანებზე.
სერბეთის რესპუბლიკა — სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყანაა, ბალკანეთის ნახევარ კუნძულზე. სერბეთი ესაზღვრება უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, მაკედონიას, ალბანეთს და მონტენეგროს? აგრეთვე ხორვატიას, ბოსნიას და ჰერცეგოვინას. ზღვის სანაპირო არ გააჩნია.
სერბიის დედაქალაქი მრავალჯერ აწიოკებული ბელგრადია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში 39 ჯერ იყო დარბეული! ქალაქი განლაგებულია მდინარე სავას და ცნობილი დუნაის სანაპიროებზე. სხვა დიდი ქალაქებია — სუბოტიცა, ნოვი-სადი, ნიში. სერბიაში ზომიერი- კონტინენტალური ჰავაა. თბილი ზაფხულის საშუალო ტემპერატურა შეადგენს +30 °C, თოვლიანი ზამთრის საშუალო ტემპერატურა -5°..-10°С. სერბეთს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს სილამაზის, ბუნებრივი და არქიტექტურული ღირშესანიშნაობების ოაზისი.
სლოვაკია განლაგებულია აღმოსავლეთ ევროპაში; ქვეყანას კვეთს ტატრას და კარპატების მთების ქედები. სლოვაკიის ტერიტორია ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზეა. უმაღლესი მწვერვალი გახლავთ გერლაჰოვსკი-შტიტი, რომლის სიმაღლე შეადგენს 2655 მ.
სლოვაკია ესაზღვრება 5-თ ქვეყანას: პოლონეთს, უკრაინას, ავსტრიას, ჩეხეთს და უნგრეთს. სახელმწიფოს მთლიანი ტერიტორია შეადგენს 49 ათასს კმ ². სლოვაკეთს არ აქვს ზღვის პორეთზე გასასვლელი. სატელეფონო კოდია +421, ინტერნეტის დომენი- Sk.
ზაფხულის სეზონი საკმაოდ თბილია, საშუალო ტემპერატურა აღწევს + 21 C◦, ზამთარი კი თოვლიანია და ცივი, დაახლოებით -2 C ◦. მთიანი რეგიონი თოვლით არის დაფარული 130 დღე წელიწადში. ქვეყნის ცნობილი სათხილამურო კურორტებია: ცენტერ-იასნა, ტატრანსკა, ლომნიცა და ა.შ.
სლოვაკიის დედაქალაქია დიადი ქალაქი ბრატისლავა.
რესპუბლიკა ხორვატია განლაგებულია ცენტრალურ ევროპაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. დედაქალაქი ზაგრები ყველაზე მსხვილი ქალაქია. სახელმწიფო ესაზღვრება სლოვენიას, ბოსნიას, ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, უნგრეთს და სერბეთს, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე.
ხორვატია ჯადოსნური ქვეყანაა უნიკალური ბუნებით, უამრავი ნაციონალური პარკით (პლივიცის ტბები, კრკა, ბრანჟაკაის მღვიმის ნაკრძალი და სხვა.). ქვეყანას აგრეთვე უწოდებენ ადრიატიკის „გულს“ ან “იმედის სანაპიროს“: ერთხელ აქ თუ მოხვდებით, სამუდამოდ დატოვებთ აქ თქვენი გულის ნაწილს. ქვეყნის სიმბოლო არის ზამბახი. ხორვატია გახლავთ ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვეყანა .
აქ ტარდება არაჩვეულებრივი და უცნაური გასართობი ღონისძიებები:
* "სამყაროს ცენტრის დღე"ს ყოველწლიურად აღნიშნავენ ლუდგრეგში. ამ დღეს ქალაქის შადრევნიდან იფრქვევა ღვინო წყლის ნაცვლად;
* ზაგრებში საფხულში ყვავილების ფესტივალი ტარდება "ფლორა-არტი" .
ლატვია ხალხური ტრადიციების ქვეყანაა, აქ წარმოდგენილია არაჩვეულებრივი არქიტექტურა, ბალტიის პირეთის უამრავი კურორტი, ძველებური სასახლეები, მინერალური წყლები და ქარვა. ულამაზესი ლანდშაფთი მიჰყვება დაუგავას და გრძელდება რიგის ყურეს ვიძემის სანაპირომდე. მშვენიერი ტბები ლატვიის სიამაყეა.
რიგა განლაგებულია მდინარე დაუგავას ორივე სანაპიროზე, რიგის ყურეს მახლობლად. დედაქალაქი თვითონ წარმოადგენს ღირშესანიშნაობას და პრიბალტიკის უდიდესი ქალაქი გახლავთ, რომლის მოსახლეობა აღწევს 700 ათას მოქალაქეს. რიგის ისტორიული ცენტრი შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში. ძველი რიგის ეკლესიები, შუასაუკუნეების ხუროთმოძღვება და განუმეორებელი იუგენდსტილი, უამრავი ვიწრო ქვაფენილი ქუჩა და კრამიტით გადახურული სახლები, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ნახოთ საკუთარი თვალით.
უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული ადგილების სიმრავლე, სტუმართმოყვარეობა და შესანიშნავი სამზარეულო ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი შეაყვარებენ ჩეხეთს. თუნდაც ერთი ვიზითის შემდეგ თქვენ მოგინდებათ კვლავ დაბრუნება ამ ქვეყანაში!
ქვეყნის დედაქალაქი პრაღაა. ჩეხეთის მსხვილი ქალაქებია: ბრნო, ოსტრავა, პლზენი, ოლომოუცი, ჩესკე-ბუდიოვიცე ,პარდუბიცე და სხვა
პრაღა განსაკუთრებული ქალაქია, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ევროპაში. მისი ჯადოსნური ატმოსფერო უამრავ ტურისტს იზიდავს. ქალაქი განლაგებულია მთიან ტერიტორიაზე. აქ ბევრი ულამაზესი პარკი და ბაღია, რომლებიც ქალაქის ტერიტორიის ნახევარს იკავებენ. გაზაფხულის პრაღა ჩაფლულია აყვავებული ალუბლის, იასამნის და მაგნოლიის ბაღებში. პრაღის ისტორიული ღირშესანიშნაობები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ: ძველი ქალაქი (Staré Město) და ებრაული უბანი, სტარომესტკის მოედანი (Staroměstské náměstí), ცნობილი ასტრონომიული საათით და კარლოვის ხიდი (Karlův most), აგრეთვე მალა სტრანა (Malá Strana) და გრადჩანი. ძველი პრაღის ცენტრი იუნესკოს მემკვიდრეობის მფარველობის ქვეშ არის. ერთი სიტყვით ფოტოსურათების მასალა ულევია. საფრანგეთის ეიფელის კოშკის ანალოგი პეტრშინსკის კოშკია (Petřínská věž) და ა.შ.
პოლონეთი ყოველთვის აღმოსავლეთის და დასავლეთის გზა-ჯვარედინზე იმყოფებოდა, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია მის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ქვეყანა უნდა ამაყობდეს თავისი ცნობილი თანამემამულეებით: ნიკოლაი კოპერნიკი, იგნატიუს კრასიცკი, ადამ მიცკევიჩი, ჰენრიკ სენკევიში, ფრედერიკ შოპენი, კშიშტოფ ზანუსია, ანდჯეი ვაიდა და ბევრი სხვა.
პოლონეთის რესპუბლიკა აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბალტიკის ზღვას. აგრეთვე ესაზღვრება რუსეთს (კალინინგრადი), ლიტვას, ბელორუსიას და უკრაინას, სლოვაკიას და ჩეხეთს, დასავლეთით კი გერმანიას. ქვეყნის მსხვილი ქალაქებია ლოძი, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, ლიუბლინი.
ვარშავის ულამაზესი მეფის სასახლე და ცენტრალური მოედანი, იოანე ნათლისმცემლის მთავარი კათოლიკური ტაძარი და სხვა ღირშესანიშნაობები და არქიტექტურული ფასეულობები ვარშავის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. დედაქალაქის ისტორიული ცენტრი, აღდგენილია მეორე სამამულო ომის შემდეგ, და იუნესკოს დაცვის ქვეშ არის.